ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ჟენევაში ჩავიდა

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ჟენევაში ჩავიდა.

ცნობილი ხდება, რომ ვიზიტის დროს კონსულტაციების რამდენიმე ეტაპი გაიმართება. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თან ახლავს დიპლომატიური დელეგაცია.

ვიზიტის ფარგლებში არაღჩი შეხვდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავის ომანელ კოლეგას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ასევე შვეიცარიაში მყოფ სხვა საერთაშორისო ოფიციალურ პირებს.

ასევე, მოსალოდნელია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში სიტყვით გამოვა გაერო-ს განიარაღების კონფერენციაზე.

ირან-აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სამშაბათს, 17 თებერვალს ჟენევაში გაიმართება.