პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
''ტიტანის'' ეკიპაჟის ხუთივე წევრი ტრაგიკულად დაიღუპა.
ისინი „ტიტანიკის“ ნამტვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრნენ. საათსა და 45 წუთის შემდეგ, ''ტიტანი'' რადარებიდან გაქრა.
23 ივნისის საღამოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა აპარატის, მგზავრებს ჟანგბადის მარაგი ამოეწურათ
ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ექსპერტები "ტიტანის" გაუჩინარების რამდენიმე ვარიანტზე საუბრობენ. ეს მოიცავს ელექტროენერგიის გათიშვას, ელექტრულ გაუმართაობას, კორპუსის გახეთქვას, ან არახელსაყრელი ამინდის გამო მის დაზიანებას.
სტეფან უილიამსი, სიდნეის უნივერსიტეტის საველე რობოტიკის ავსტრალიური ცენტრის პროფესორი, ვარაუდობს, რომ "ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ მან წყლის წნევას ვერ გაუძლო. მიუხედავად იმისა, რომ "ტიტანის" კომპოზიტური კორპუსი აგებულია იმისთვის, რომ გაუძლოს ინტენსიურ ღრმა ზღვის წნევას, მისი კონსტრუქციის ნებისმიერმა დეფექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მის მთლიანობას - ამ შემთხვევაში არსებობს აფეთქების რისკი“, უილიამსი ასევე ამბობს, რომ პოტენციურად. ელექტრული მოკლე ჩართვის გამო, შესაძლოა, ბორტზე ხანძარი გაჩენილიყო.
აღსანიშნავია, რომ ხომალდს მხოლოდ ერთი, ჩართვის/გამორთვის ღილაკი აქვს, რომელსაც ზედაპირზე მასთან დაკავშირებული ხომალდის, Polar Prince-ის პილოტი კონტროლიორის, ე.წ. ჯოისტიკის გამოყენებით მართავს.
2018 წელს, OceanGate-მა თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანია დეივიდ ლოჩრიჯს Titan-ის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებდა. თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ "ტიტანის“ უსაფრთხოებას და ხარისხს ეჭვქვეშ აყენებდა.
მისივე თმით, ხომალდი 4000 მეტრის სიღრმეში ჩასასვლელად მზად არ იყო.
ლოჩრიჯი ამტკიცებდა, რომ მგზავრები, რომლებმაც ექსპედიციაში თანხა გადაიხადეს, უსაფრთხოების ნორმების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.
CBS News Sunday Morning-ის კორესპონდენტი დევიდ პოგი, რომელმაც ტიტანით ადრე იმოგზაურა, ამბობს, რომ ნავს კონტაქტის დაკარგვის ინციდენტი ადრეც ჰქონდა - ბოლო მოგზაურობის დროს კონტაქტი 2,5 საათის განმავლობაში დაიკარგა. იმავეს ამბობს სატელევიზიო კომედიების სცენარისტი, მაიკ რეისი, რომელმაც ექსპედიციაში მონაწილეობა გასულ წელს მიიღო.
ექსპედიციაში გასაწევრიანებლად პოგს ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც ნათქვამი იყო: "ეს ექსპერიმენტული ხომალდი არ არის დამტკიცებული ან დამოწმებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ და შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება, ემოციური ტრავმა, ან სიკვდილი“.
OceanGate-ის ვებსაიტის მტკიცებით კი ექსპედიციები ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად, RMS Titanic-ის კვლევისა და გადარჩენისთვის ჩატარდა და ყველაფერი შეესაბამებოდა იუნესკოს სახელმძღვანელო მითითებებს წყალქვეშა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შესანარჩუნებლად.
ასევე დაგაინტერესებთ: