„ტიტანის“ მფლობელმა ტურისტებისა და წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის გადარჩენის შესაძლებლობაზე ისაუბრა

ბატისკაფი

დაკარგული წყალქვეშა ტიტანის მგზავრებს რეალურად იმაზე მეტი დრო აქვთ, ვიდრე ბევრს ჰგონია.  ამის შესახებ CNN-ზე OceanGate Expeditions-ის (მფლობელი კომპანია) თანადამფუძნებელმა გილერმო სენლეინმა განაცხადა.

იქაური ხალხის ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით, მათ შორის OceanGate Expeditions-ის პრეზიდენტის სტოკტონ რაშის, გადარჩენის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ბევრად უფრო ფართოა „ვიდრე ბევრი ფიქრობს“, ამბობს სენლეინი. თუმცა, მან დასძინა, რომ დღეს კვლავ "კრიტიკულად მნიშვნელოვანი დღეა ამ სამძებრო-სამაშველო ოპერაციისთვის".
„ყველას მოვუწოდებ, დარჩეს იმედი, რომ ეკიპაჟი [ბატისკაფის] უსაფრთხოდ დაბრუნდება“, - დაასკვნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

ტიტანის წყალქვეშა ნარჩენების ველი: ნაპოვნია დაკარგული წყალქვეშა ნავის ნაწილები, - რას ამბობს ექსპერტი

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2023 წლის ივლისში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან