ცნობილია მსახიობების ვინაობა, რომლებიც თურქეთში, ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ და დაშავდნენ

ავარია თურქეთში

თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ცნობილი მსახიობის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილზე გარდაიცვალნენ მსახიობები: ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში. 

ოზგურ აიაზი, ბურაკ გიულჩები, მელის ისითენი, სერგენ დევეჩი, უღურ შალვარჯიოღლუ, ჯეიჰუნ ფერსოი და ფილიზ ოზბეკი სასწრაფო დახმარების მანქანებით მერზიფონისა და სულუოვას საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიან.

ერთ-ერთი დაშავებული გახმაურებული სერიალის „ელჩის ქალიშვილის“ მთავარი გმირის, ყოფილი მეუღლეა. დაშავებულის შესახებ მსახიობმა პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა სოფელ ჩაიბაშის მიმდებარედ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.