ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
ამერიკელი სპეცრაზმელების მიერ დაკავებული ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნიუ-იორკში, ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს (DEA) ოფისში გადაიყვანეს. შესაბამის კადრებს Telegram-არხი ავრცელებს.
ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, დატყვევებული ლიდერის სიტყვები,რომელიც ამბობს: „კარგ ღამეს გისურვებთ, ბედნიერ ახალ წელს“.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.