ცნობილი რეპერი სახის ნაწილობრივი დამბლით საავადმყოფოში მოხვდა

Lil Nas X

ცნობილი რეპერი და მუსიკოსი Lil Nas X-ი სახის ნაწილობრივი დამბლით საავადმყოფოში მოხვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც რეპერმა სოციალურ ქსელში განმარტა, სახის ნაწილობრივი დამბლა მოულოდნელად დაემართა. მან თავის 10,4 მილიონ გამომწერს ამცნო, რომ სახის მარჯვენა მხარეზე "კონტროლი დაკარგა" და გაღიმების საშუალებაც კი არ აქვს.

შემდეგ პოსტში, Lil Nas X-მა ფანები დაამშვიდა და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს და სანერვიულო არაფერია.