წლების წინ გარდაცვლილი ქალი კოვიდზე აუცრელობის გამო დააჯარიმეს - დაუჯერებელი ისტორია იტალიიდან

micvalebulis dajarimeba

ეს უცნაური ისტორია, ცოტა ხნის წინ, იტალიაში მოხდა. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქალი, რომელიც ​კოვიდსაწინააღმდეგო აცრის არ გაკეთების გამო 100 ევროთი დააჯარიმეს, 2004 წელს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ La Nuova Sardegna აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ჯარიმის ქვითარი კუნძულ სარდინიაზე, მიმდინარე წლის 9 მარტს მივიდა მარია სედას ლულას სახლში. ეს სწორედ ის ქალბატონი გახლავთ, რომელიც 2004 წელს 38 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, იტალიაში 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთება მიმდინარე წლის 15 ივნისამდე სავალდებულოა.