აცრა არის ერთადერთი გზა იმის, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ ჰოსპიტლებში - დევი ტაბიძე

ტაბიძე

1-ლი თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 164 598 აქტიური შემთხვევაა. მედიკოსები მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის პროცესის აქტივაციისკენ და არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.

„24 ათასი ახალი შემთხვევა არ არის სრული სურათი. გაცილებით უფრო მეტია, შეიძლება სამჯერ-ოთხჯერ მეტი შემთხვევაა. აცრა არის ერთადერთი გზა იმის, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ ჰოსპიტლებში და მსუბუქად გადავიტანოთ ამ შემთხვევაში არსებული ნებისმიერი ტიპის ვირუსები“, - განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.