პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ პუგაჩოვასა და გალკინის შვილებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი ატყდა. სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა რომან ხუდიაკოვმა ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ ვარსკვლავმა კვერცხები გაიყინა. ყოფილმა პოლიტიკოსმა მიანიშნა, რომ იცის, ვინ არის ჰარის და ლიზას ნამდვილი ბიოლოგიური დედა, მაგრამ სახელი არ გაამხილა.
აღსანიშნავია, რომ თავად ალასა და მაქსიმს ბრალდებაზე კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, მათი ოჯახის მიმართ ხმაურიანი განცხადებები არ წყდება. ინტერნეტში გავრცელდა ასევე იმ ქალის სახელი და გვარი, რომელმაც სუროგაციის გზით, სავარაუდოდ, პუგაჩოვასა და გალკინს შვილები გაუჩინა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბორის კორჩევნიკოვმა სუროგატ დედებზე გადაცემა გააკეთა. სტუდიაში მიიწვია ქალი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა. ყაზანელმა ქალმა ელენა შირინინამ მართლაც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა, თუმცა მისმა სიტყვებმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ქალმა აღნიშნა, რომ ერთ დროს ტყუპი გააჩინა და იცოდა ისიც, თუ ვისთვის აჩენდა ბავშვებს. რამდენიმე სხვადასხვა დეტალის შეკრებით, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ქალმა შვილები ალა პუგაჩივასა და მაქსიმ გალკინს გაუჩინა და გამოითქვა ვარაუდიც, რომ ჟურნალისტი მას გადაცემაში შემთხვევით არ მიიწვევდა.
ამის შემდეგ სოციალურ ქსელში ელენას მიმართ ყურადღება განსაკუთრებით გაიზარდა. უამრავი ადამიანი უწერდა კომენტარს. ზოგი ლანძღავდა, ზოგი დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობდა. იმდენად შემაწუხებელი აღმოჩნდა მსგავსი აქტიურობა მისთვის, რომ პოსტი დაწერა და თქვა, რომ პუგაჩოვასთან და გალკინთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მეტიც, ამ ამბავს თავად გალკინიც გამოეხმაურა:
„ელენას ჩვენთან არაფერი აკავშირებს. ის ჩვენი სუროგატი დედა არ არის. არავითარი საიდუმლო ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია. ყოველწლიურად მსგავსი ცრუ ინფორმაცია ხშირად ქვეყნდება. ჩვენი ოჯახი მედიის მხრიდან ტყუილის გავრცელებას უკვე მიეჩვია და იმუნიტეტიც გვაქვს, მაგრამ უცნობი ადამიანის მიმართ ასეთი მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნება მის რეპუტაციას, ოჯახსა და სიცოცხლეს აზიანებს." - თქვა იუმორისტმა.
გალკინმა ისიც აღნიშნა, რომ ტელევიზიაში ქალის ინტერვიუ თავიანთი ინტერესების შესაბამისად გამოიყენეს და მხოლოდ ის მონაკვეთები გამოაქვეყნეს, რომლებიც თავად აწყობდათ. ამის შემდეგ ელენა საჯაროდ აღარ გამოჩენილა და მშვიდად ცხოვრება გადაწყვიტა.
"ამ წყვილის სუროგატი დედა არ ვყოფილვარ. სუროგაციით დიდი ხნის წინ, 2009 წელს ვიმშობიარე. ჩემი გამოცდილების გასაზიარებლად დამპატიჟეს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარმოაჩინეს. ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია, რომ ადამიანებს ამის გაკეთება შეუძლიათ. არ მესმის, რაში სჭირდებოდათ, ერთი დარტყმით ცხოვრება დამინგრიეს..." - თქვა ელენამ.
ამ ამბის შემდეგ ელენა სოციალურ ქსელშიც იშვიათად აქტიურობს. როგორც ამბობენ, ის მიხაილ რომადანოვსკიზე დაქორწინდა. რამდენიმე წლის წინ ქალმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მომრგვალებული მუცლით იყო. ბევრმა ადამიანმა ივარაუდა, რომ ის დედა გახდა. ელენა ისევ ყაზანში ცხოვრობს და სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს. ის და მისი მეუღლე სამ შვილს ზრდიან.