„ცხედარი კარადაში ჰქონდა დამალული...“ - ქალის მოკვლის გამო გიდი დააკავეს (უცხოეთი)

პოლიციის ლენტი

ფლორიდაში, ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიციამ ექსკურსიამძღოლი დააკავა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ცხედარი კურორტზე მისულმა სტუმრებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. ქალის ცხედარი, ქალის ცხედარი ლამბის ნაქირავებ ოთახში, კარადაში იყო შენახული. 

მოგვიანებით, იმავე დღეს, პოლიციამ დააკავა 33 წლის დილან ლემბი - კაიაკის ტურისტული გიდი.

გამომძიებლებმა გაიგეს, რომ დილანი ქალს კურორტზე შეხვდა. 

ასევე გაირკვა, რომ ბრალდებულმა უარი თქვა ოთახის დატოვებაზე, როდესაც სასტუმროს პერსონალმა სთხოვა, სხვა ოთახში გადასულიყო ახალი სტუმრებისთვის ადგილის დასაკავებლად.

მას შემდეგ, რაც მამაკაცი ოთახიდან გავიდა, დამლაგებლებმა ოთახში იპოვეს სისხლიანი ფურცლები, რომლებიც ჩაყარეს ეზოს ნარჩენების დიდ ჩანთებში - მაგრამ ამის შესახებ პოლიციას არ აცნობეს. 

ამის შემდეგ, ახალმა სტუმრებმა მინიმუმ ერთი ღამე გაატარეს იმავე ოთახში ქალის გვამთან ერთად. დილით კი ცხედარი კარადაში იპოვეს. 

დილან ლამბს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს.