ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური - ალექსანდრე რაქვიაშვილი

ალექსანდრე რაქვიაშვილი

ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური - ამის შესახებ გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემა "დებატებში" განაცხადა.

რაქვიაშვილის განმარტებით, ყველა დიდი იდეაც დასავლეთიდან წამოვიდა, როგორც ცუდი, ასევე კარგიც - ფაშიზმიც, ნაციზმიც და კომუნიზმიც, რადგან იქ ხალხს აქვს თავისუფლება იაზროვნონ, იფიქრონ, პოზიცია გამოხატონ:

"ცივილიზაცია არის მხოლოდ დასავლეთში და ყველა დანარჩენი საზოგადოებები არის ანტიცივილიზაციური. ცივილიზაცია ვერ იქნება ჩინეთში, რუსეთში. ზოგადად, თუ ჩვენ წესიერი ცხოვრება გინდათ, ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც იქ ხდება ყოველთვის სწორია. ყველა დიდი იდეაც დასავლეთიდან წამოვიდა, როგორც ცუდი, ასევე კარგიც - ფაშიზმიც, ნაციზმიც, კომუნიზმიც. ყველა ბოროტება იქიდან წამოვიდა, რადგან იქ ხალხს აქვს თავისუფლება იაზროვნონ, იფიქრონ, პოზიცია გამოხატონ და ზოგჯერ ბოროტ იდეებს გამოხატავენ. მერე ეს იდეები ვრცელდება დანარჩენ სამყაროში და ის ნაკლებად განვითარებული საზოგადოებები, იგივე ჩინეთი, რუსეთ ამ ბოროტ იდეებს აიღებენ და იქ ააშენებენ ჯოჯოხეთს. მერე დასავლეთი ამ ბოტო იდეას დაამარცხებს საკუთარ თავში და მიდის წინ. ამიტომ, ჩვენ თუ მართლა გვინდა წესიერი საზოგადოება, სადაც ადამიანს პატივს სცემენ, ადამიანის სიცოცხლეს პატივს სცემენ დასავლეთს ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ, დასავლეთის ნაწილი რომ გავხდეთ, არ არის საკმარისი, რომ ჩვენ აქ სადღეგრძელოები ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და გვინდა ევროპა. ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპელები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით. ამიტომ, ჩვენ თუ მართლა გვინდა იმ ოჯახის წევრი გავხდეთ, არ შეიძლება ჩვენ გვყავდეს ერთპიროვნული მმართველობა. ერთპიროვნული მმართველობა არ არის დასავლური ცხოვრების წესი, არც არაფორმალური მმართველობაა დასავლური ცხოვრების წესი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის დასავლეთის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბოლო დროს ხშირად ზღუდავენ. სწორედ ამიტომ აკრიტიკებს ახალი ადმინისტრაცია ევროპას, რომ ეს ძირითადი დასავლური ღირებულება იზღუდება ევროპაში", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.