Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას

რუსული ნავთობის ფასი დაეცა

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას. ინფორნაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა გაართულოს აშშ-ის ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვისთვის უკრაინაში ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავლების შეზღუდვას“, - წერს სააგენტო Reuters.