დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

პუტინი და ტრამპი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ირანისა და უკრაინის საკითხი განიხილეს.

„დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა, რათა საერთაშორისო ვითარებასთან დაკავშირებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენები განეხილათ.

აქცენტი გაკეთდა ირანთან კონფლიქტის გარშემო არსებულ ვითარებასა და უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე“,- განაცხადა უშაკოვმა.