„წითელი ნახევარმთვარის“ პალესტინური ბიურო, 23 მარტს მომხდარი ინციდენტის გამოძიება ითხოვს, რა დროსაც 15 ადამიანი მოკლეს

„წითელი ნახევარმთვარის“ პალესტინური ბიურო

„წითელი ნახევარმთვარის“ პალესტინური ბიურო, 23 მარტს მომხდარი ინციდენტის გამოძიება ითხოვს, რა დროსაც 15 პირი მოკლეს. გარდაცვლილებს შორის არიან საზოგადოების თანამშრომლებიც.

23 მარტს ისრაელელმა სამხედროებმა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების კოლონას, გაეროს მანქანას და ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სახანძრო მანქანას, რაფაჰთან ცეცხლი გაუხსნეს, მიზეზად კი ჩამქრალი ფარებით კოლონის საეჭვო მოძრაობა დაასახელეს.

მას შემდეგ, რაც შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, ისრაელმა შეცდომა აღიარა.

„პასუხისმგებლობა ვიდეოსამხილებს არ უნდა საჭიროებდეს. სიმართლის აღიარებისთვის არც მსოფლიო შეშფოთება უნდა იყოს საჭირო. მედიკოსებს უნიფორმები ეცვათ, მანქანებს კი საიდენტიფიკაციო წარწერები ჰქონდათ და ავარიული შუქფარებით გადაადგილდებოდნენ. ახლა როცა სიმართლე გამჟღავნდა, წითელი ნახევარმთვარის პალესტინური საზოგადოება დამოუკიდებელ, საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. ჩვენ გვჭირდება სამართალი და გარანტიები, რომ დამნაშავეები დაისჯებიან“, - აცხადებს პალესტინური წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენელი, ნებალ ფარსაჰი.