წითელი მოედანი ვიზიტორებისთვის დროებით დაიხურა

წითელი მოედანი

წითელი მოედანი, ლენინის მავზოლეუმი და ნეკროპოლისი 24 ივნისს ვიზიტორებისთვის დაიხურება, ნათქვამია რუსეთის FSO პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საინფორმაციო შეტყობინებაში.

„2023 წლის 24 ივნისს ვიზიტორების მიღება წითელ მოედანზე, ასევე ლენინის მავზოლეუმსა და კრემლის კედლის მახლობლად მდებარე ნეკროპოლისში არ განხორციელდება“, - ნათქვამია შეტყობინებაში.