1782568495
წინასაქორწინო მოგზაურობა ტრაგედიით დასრულდა - 37 წლის ქალი ავარიის შედეგად დაიღუპა (საბერძნეთი)
საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე წინასაქორწინო მოგზაურობა ტრაგედიით დასრულდა. 37 წლის იტალიელი ქალი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ქალი მეგობრებთან ერთად კუნძულზე წინასაქორწინო წვეულების აღსანიშნავად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ავარიის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს სიროსის საავადმყოფოში, სადაც, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მისი მეგობრებიც. მათი ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
იტალიის დიპლომატიური სამსახური აქტიურად არის ჩართული და ოჯახს საჭირო დახმარებას უწევს, მათ შორის ცხედრის ქვეყანაში გადასვენების პროცედურებთან დაკავშირებით.
შემთხვევის გარემოებებს სამართალდამცველები ამ დრომდე იკვლევენ.












