პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად იმ უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

photo

პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად იმ უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. ირაკლი კობახიძემ ბავშვებს სადილზე უმასპინძლა.

ბანაკის პირველ ნაკადში არიან კიევიდან ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების შვილები და ომის შედეგად დაობლებული ბავშვები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

4 ივლისიდან კი, ბანაკი სუმიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს უმასპინძლებს.

"ეს პროგრამა ხორციელდება უკვე მეხუთე წელია, მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მისი უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება ეს პროგრამა. ვცდილობთ, რომ ჩამოვიყვანოთ უკრაინელი ბავშვები კონკრეტულად იმ რეგიონებიდან, რომლებიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული ომისგან. ეს ნაკადი ჩამოსულია კიევიდან, მეორე ნაკადი ჩამოვა სუმიდან და ჩამოდის 4 ივლისს", - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი.