ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში ელექტროენერგია ციდან ტრანსფორმატორზე დაცემული თევზის გამო გაითიშა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ინციდენტის გამო ელექტროენერგიის გარეშე 2 100 ადამიანი დარჩა. ენერგოკომპანიის Jersey Central Power and Light წარმომადგენლის, კრის ჰენიგის განმარტებით, თევზი პირიდან გაუვარდა შაკს, რომელმაც ტრანსფორმატორს გადაუფრინა. მომხდარზე განცხადება ადგილობრივ პოლიციაშიც, სადაც თევზს გილიგანი დაარქვეს და მსხვერპლად მოიხსენიეს.
„გთხოვთ, ნუ დავივიწყებთ მსხვერპლს, რომელიც ასე უაზროდ დაიღუპა. გილიგანი შრომისმოყვარე, ოჯახის კაცი იყო, ათასი შვილის მამა“, - ამბობენ სამართალდამცველები და მომხდარზე პასუხისმგებლობას შაკს აკისრებენ. მათი თქმით, როდესაც „ეჭვმიტანილი“ ბოლოს ნახეს ის „სამხრეთისკენ მიემართებოდა“.
ენერგეტიკულ კომპანიაში კი შაკს სოლიდარობას უცხადებენ.
„თუ ოდესმე ხელიდან გაგვარდნიათ ნაყინი, იცით რასაც გრძნობდა ეს ფრინველი“, - განაცხადა ჰენიგმა.
ასევე ნახეთ:
თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული - ექსკლუზივი
თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს
უმძიმესი კადრები: მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი და მეწყერი - სტიქიური უბედურება კალიფორნიაში
ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ