წარმოუდგენელი კადრები: ინდონეზიაში გარდაცვლილ ნათესავებს საფლავებიდან თხრიან, რათა პატივი მიაგონ

ინდონეზია

ინდონეზიაში არაერთი უცნაური და ძველი ტრადიცია არსებობს, რასაც მოსახლეობა დღემდე მისდევს. ერთ-ერთი ასეთია კუნძულ სულავესზე არსებული უჩვეულო ტრადიცია.

როგორც ცნობილია, კუნძულზე მცხოვრები ადამიანები თავიანთ ნათესავებს ყოველ წელს თხრიან საფლავებიდან, რათა პატივი მიაგონ. მათ მოიფიქრეს შეჯიბრებები, მაგალითად,. რომელი ნათესავი უკეთესადაა ჩაცმული, გარდა ამისა სანამ გარდაცვლილთა ნეშტს საფლავში დააბრუნებენ, მათთან ერთად ფოტოებს იღებენ.

ისინი სამ წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ მანენის, იგივე განწმენდის დღესასწაულს. მათ აქვთ მიცვალებულებზე, წინაპრებზე განსაკუთრებული კულტი და სურთ მათი განწმენდა, განახლება.