პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.
გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა. როგორც მისი ახლობლები ჰყვებიან, ის და მისი თანამებრძოლები 26 აგვისტოს სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვნენ. მიღებული ჭრილობებისგან გელა გოგია გარდაიცვალა, რამდენიმე მებრძოლი კი დაშავდა. გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლები, ის ცხოვრობდა უკრაინაში და პირველივე დღიდან იბრძოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ.
ქართველ მებრძოლს დილით ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და შემდეგ მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. მას 6 სექტემბერს დაკრძალავენ.
24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.