1745863963
„ცაჰალის“ იერიშებს ღაზაში კიდევ 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 5 ბავშვია

რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში - ღაზაში "ცახალის" იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 5 ბავშვია.
შეტევა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, დრონით განხორციელდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსმენის დროს, პალესტინის წარმომადგენელმა ისრაელი შიმშილის ომის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან.