ოპოზიცია პოლიტიკურ კატა-თაგვობანას თამაშობს იმის გაცნობირებით, რა რეალობაც არსებობს, ვერ განახორციელეს გეგმა, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება თავდაყირა დაეყენებინათ - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ოპოზიცია პოლიტიკურ კატა-თაგვობანას თამაშობს იმის გაცნობირებით, რა რეალობაც არსებობს. მათ არგუმენტები არ აქვთ და ის გეგმა ვერ განახორციელეს, რაც ჰქონდათ, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება თავდაყირა დაეყენებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ოპოზიციაში იმასაც აცნობიერებენ, რომ არჩევნებში არმონაწილეობით საკუთარი თავის დისკრედიტაციას მთლიანად მოახდენენ.

„ამიტომ, ზოგიერთი მათგანი არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. ერთია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მეორეა, მოგების რა რესურსი აქვთ. ამ ნაწილში ცალსახაა ყველაფერი, მათ არანაირი შანსი არ აქვთ, რეალური კონკურენციის. მობილიზებული ვართ, რომ ყველგან გავიმარჯვოთ და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.