1692302192
„ცაჰალი“: ისრაელმა ირანის ქალაქ ქირმანშაჰში სამხედრო ბაზა დაბომბა და ხუთ ვერტმფრენი გაანადგურა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის ქალაქ ქირმანშაჰში მდებარე სამხედრო ბაზა დაბომბა, რის შედეგადაც ხუთი შემტევი ვერტმფრენი განადგურდა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის არმიის მტკიცებით, განადგურებულია AH-1 ტიპის ვერტმფრენები.
„ცაჰალის“ განცხადებით, ისრაელური თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში დილიდან დაფრინავენ და სამხედრო მიზნებს ეძებენ.