„ცაჰალი" ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - დარტყმებს ბოლო 24 საათში 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორი

"ცაჰალი" ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. დარტყმებს ბოლო 24 საათში 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.

ისრაელმა იერიში მიიტანა რადიკალური დაჯგუფება "ჰუსიტების" ინფრასტრუქტურაზეც. აფეთქებები იყო იემენის პორტებსა და ელექტროსადგურზე.

სამხედრო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. ისრაელ კაცის განცხადებით, იემენს თეირანის მსგავსად მოეპყრობიან. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებაზე სასაუბროდ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან შესახვედრად გაემგზავრა.