„ქმარს ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ კი მანქანით გადაურა..." - საქმე, რომლის გახსნას წლები დასჭირდა
1751892315
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რიჟვაძეს ოპერაცია ამ ეტაპზე არ სჭირდება.
„მძიმეა, სტაბილურია. ოპერაცია ახლა არ სჭირდება. რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზეა, მძიმე, მაგრამ სტაბილურია“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
შემთხვევამდე აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ წერილი დატოვა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.
ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია ალექსი ახვლედიანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.