9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ კანადის მთავრობა ჯერ არ განიხილავს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ყველა მოთხოვნას, თუმცა ჯერ არ ვართ მზად ამისთვის Leopard 2-ის ტანკებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდება, რათა მათ შეძლონ რუსეთის დამარცხება“, – განაცხადა ტრუდომ ჟურნალისტის მიერ ტანკების მიწოდების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად.
მანამდე, კანადურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავს, მიმართოს კანადას Leopard-2-ის ტანკების მიწოდების თხოვნით, თუ გერმანია აღნიშნული ტანკების რეექსპორტს დაუჭერს მხარს.
Leopard 2-ის ტანკები გერმანიის წარმოებისაა, ამიტომ, მათ რეექსპორტს გერმანიის მთავრობის ნებართვა სჭირდება.