ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის დაბლოკვის შესახებ მეინის შტატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

trampi

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის დაბლოკვის შესახებ მეინის შტატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეინის შტატის გადაწყვეტილება არჩევნებში უხეში ჩარევისა და ამერიკულ დემოკრატიაზე თავდასხმის მცდელობაა.

მეინი კოლორადოს შემდეგ ამერიკის მეორე შტატი გახდა, რომელმაც დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საშტატო საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღო.

ორივე შტატში გადაწყვეტილება კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე მიიღეს, რომელიც ამბოხების მონაწილეებს, არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს.