გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება - რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე
1748975142
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოერე ტურში გამარჯვება მიულოცა.
„ტრამპის მოკავშირე პოლონეთში იგებს და ევროპას შოკში აგდებს. პოლონეთო, გილოცავთ, თქვენ გამარჯვებული აირჩიეთ“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა - ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ კი - 49,1%.