1749042430
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა არ სჭირდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა არ სჭირდება.
„კიევის დღევანდელ რეჟიმს მშვიდობა საერთოდ არ სჭირდება. მათთვის მშვიდობა, დიდი ალბათობით, ნიშნავს ხელისუფლების დაკარგვას“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ბრიანსკში, ბრიანსკის ოლქში მომხდარი, სამოქალაქო პირებზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო. ყველა საერთაშორისო ნორმის თანახმად, ასეთ ქმედებებს ტერორიზმი ეწოდება“, - განაცხადა მან.