„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მისი არჩევანი დიდ სამხედრო ესკალაციასა და შეთანხმების დადებას შორის მერყეობს.
„არსებობს ვარიანტები. გვსურს, უბრალოდ თავს დავესხათ, მიწასთან გავასწოროთ და სამუდამოდ მოვუღოთ ბოლო? თუ გვსურს, ვცადოთ და შეთანხმებას მივაღწიოთ. აი, ეს არის არჩევანი“, - განაცხადა ტრამპმა და დაადასტურა, რომ გუშინ საღამოს აშშ-ის ცენტრალური სარდლობისგან სამხედრო მოქმედებების განახლებული გეგმა მიიღო.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი სურვილი დაბომბვის კამპანიის განახლება არ არის.
„ჰუმანური თვალსაზრისით, მირჩევნია ეს არ გავაკეთო“, - თქვა მან თეთრ სახლში. „მაგრამ არჩევანი ასეთია: გვინდა იქ მთელი სიმძლავრით შევიჭრათ და ისინი უბრალოდ გავანადგუროთ, თუ გვინდა სხვა რამ მოვიმოქმედოთ?“