ტრამპმა ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე ტარიფების შემოღება დააანონსა

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სულ მალე ის ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს შემოიღებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპს დეტალური ინფორმაცია არ გაუჟღერებია, მაგრამ თქვა, რომ ტარიფების შემოღების შემდეგ მწარმოებლები ამერიკაში „გაიქცევიან“, რადგან ამერიკული ბაზარი ძალიან დიდია.

როგორც Bloolmberg-ი იუწყება, ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ ტრამპი სხვადასხვა დარგებში, ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ტარიფების დაწესებას განაგრძობს.

თეთრი სახლის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების ნაკლებობაა. მას მანამდეც უთქვამს, რომ აშშ-ში წამლების წარმადობის გაზრდის მიზნით ის იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„თუ ჩვენ ომის ან რაიმე მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, დაგვჭირდება ფოლადი, ფარმაცევტული პროდუქცია“, - აღნიშნა ტრამპმა ჯერ კიდევ მარტში.