„დემოკრატებს“ ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ - დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დემოკრატებს“ ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, მან კვლავ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს.

„დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ. მივმართავ ყველა ლათინოამერიკელს ფლორიდასა და მთელ მიწაზე, მოგესალმებით გაშლილი ხელებით ჩვენს პარტიაში“, - განაცხადა ტრამპმა მაიამიში ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ დემოკრატები, სავარაუდოდ, უმრავლესობას დაკარგავენ წარმომადგენელთა პალატაში.

შეგახსენებთ, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.