„მისმა გამოყენებამ, შესაძლოა, რეის სინდრომი განავითაროს...“ - 5 რამ, რაც უნდა იცოდე, სანამ ციტრამონს მიიღებ

გიორგი ღოღობერიძე

ციტრამონი წარმოადგენს კომბინირებულ მედიკამენტს, რომელიც შედგება 0,24 გ აცეტილსალიცილის მჟავას, 0,03 გ კოფეინისა და 0,18 გ პარაცეტამოლისგან.  ციტრამონის სამკურნალო მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტების ურთიერთქმედებით (აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას) და გამოიხატება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტით.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სწორედ ციტრამონის მიღების შეხახებ გასცემს საჭირო ინფორმაციას, თუ რა უნდა ვიცოდეთ, სანამ აღნიშნულ მედიკამენტს გამოვიყენებთ კონკრეტული მიზნებისთვის.

ფაქტი I - ბავშვებში ციტრამონის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან მისი ერთ-ერთი კომპონენტი ასპირინია, რაც ამერიკაში 19 წლამდე, ბრიტანეთში კი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში აკრძალულია. მისმა გამოყენებამ, შესაძლოა, მძიმე დაავადება, რეის სინდრომი განავითაროს.

ფაქტი II - თუ გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯას დაავადება, ციტრამონის მიღება აკრძალულია. მისი შემცველი ასპირინი ბლოკავს ფერმენტ ციკლო ოქსიგენას, რის შედეგადაც კუჭში დამცავი ლორწოვანი გარსის ფორმირება შეწყდება.

ფაქტი III - ღვიძლის დაავადებების დროს ციტრამონის მიღება არ არის სასურველი.  პრეპარატმა შეიძლება სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება და საბოლოო ჯამში, ღვიძლის უკმარისობის დამძიმება გამოიწვიოს. ციტრამონის, პარაცეტამოლის გამოყენება არ შეიძლება მაშინ, როცა ადამიანი იმყოფება ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება, კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, იღებს საძილე საშუალებებს. ასევე, თუ გაწუხებთ პოდაგრა ან ფეხმძიმედ ხართ, ან კიდევ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამ შემთხვევაშივ არაა ციტრამონის მირება რეკომენდირებული. 

ფაქტი IV - თუ ციტრამონის გამოყენება გინდათ და კუჭის დაავადებები გაწუხებთ, კარგად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ის საკვების მიღების შემდეგ უნდა დალიოთ. შეიძლება იმავდროულად ომეპრაზოლის ან სხვა "დამცავის" გამოყენება დაგჭირდეთ, რომ პროცესი არ გაგირთულდეთ.

ფაქტი V - ციტრამონის გამოყენება ბრონქული ასთმის დროს ნაკლებად სასურველია, რადგან მისი შემცველი ასპირინი სასუნთქ გზებსშიც არსებულ ფერმენტ ოქსიგენას ბლოკავს, რაც ბრონქული ასთმის დამძიმებამდე მიგვიყვანს.

ცნობისთვის, ციტრამონის დღიური დოზა 6 ტაბლეტზე მეტი არ უნდა იყოს.