ტრამპის თქმით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შესვლის შემდეგ მიმდინარე კვირას არცერთი მკვლელობა არ დაფიქსირებულა

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში მისი ბრძანებით ეროვნული გვარდიის საჯარისო შენაერთები შევიდნენ, ქალაქში მიმდინარე კვირას მკვლელობის არცერთი ფაქტი დაფიქსირებული არ იყო.

„ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი კვლავ უსაფრთხოა! ბრბო ბრუნდება, საბრძოლო სული ამაღლებულია, ხოლო ჩვენი ეროვნული გვარდია და კოლუმბიის ოლქის პოლიცია შესანიშნავად ართმევენ თავს. ისინი სრული სიმკაცრით მოქმედებენ და არ თამაშობენ!!! როგორ საშინლადაც არ უნდა ჟღერდეს, მიმდინარე კვირას პირველად არ მომხდარა მკვლელობა“, - დაწერა ტრამპმა.

მან ქალაქის მერს მიურიელ ბოუზერს მოუწოდა შეწყვიტოს მცდარი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თეთრი სახლის ლიდერი იმუქრება, რომ ქალაქს ფედერალური ძალები სრულად დაეპატრონებიან.

„ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი მალე კვლავ იქნება დიდებული!!!“, - დასძინა ტრამპმა.