,,ბავშვებს არ გააკაროთ” - გიორგი ღოღობერიძე მშობლებს მიმართავს
1755772613
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო აცხადებს, რომ დარიალის გამშვებ პუნქტთან ბუფერული ზონიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება შესაძლებელი გახდა უკრაინული უწყებების, საქართველოსა და მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შედეგად.
შს მინისტრი მადლობას უხდის ჩართულ მხარეებს შედეგიანი თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ კლიმენკო ტელეგრამარხში წერს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეების დაბრუნების ოპერაციაში, რომლებიც რუსეთმა იძულებით გადაიყვანა საქართველოს საზღვართან. ტერორისტი სახელმწიფო კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. უკრაინის მოქალაქეები, რომელთაგან ზოგიერთი სასჯელს იხდიდა, ზოგი კი დაკარგულად ითვლებოდა, რუსებმა საქართველოს სასაზღვრო პუნქტთან ბუფერულ ზონაში გადაიყვანეს. დოკუმენტების, საარსებო საშუალებების, საკმარისი საკვებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე. ფაქტობრივად, ისინი ბედის ანაბარა მიატოვეს. და დღეს, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, უკრაინაში 65 მოქალაქე დააბრუნეს, მათ შორის 10 ქალი და 8 მძიმედ დაავადებული პირი. ეს შესაძლებელი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და მოლდოვისა და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის წყალობით. მადლობელი ვარ შედეგიანი თანამშრომლობისთვის“, – წერს კლიმენკო.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე არკვევს თავისი მოქალაქეების ბუფერულ ზონაში ყოფნის, მათი პროვოკაციებისა და დამცირებისთვის გამოყენების რუსეთის უხეში მცდელობის ყველა დეტალს. მისი თქმით, თითოეულ დაბრუნებულთან გატარდება იურიდიული და სამედიცინო სამუშაო და უსაფრთხოების ზომები.