Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, პოტენციური დეპორტაციის მიზნით, 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს

ვიზა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, პოტენციური დეპორტაციის მიზნით, 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, – ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 55 მილიონზე მეტი უცხოელის მონაცემების გადახედვა, რომლებსაც აშშ-ის ვიზა აქვთ, ვიზების შესაძლო გაუქმების ან იმიგრაციული წესების დარღვევების გამო დეპორტაციის მიზნით მიმდინარეობს.