ტრამპის თქმით, თუ აშშ-ში შათდაუნი გახანგრძლივდება, შესაძლოა, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ფედერალური თანამშრომლები, პროექტებს კი შემცირება ემუქრება

ტრამპი

აშშ-ში კვლავ შათდაუნია. მთავრობის მუშაობა შეჩერებულია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ არსებული მდგომარეობა გახანგრძლივდება, შესაძლოა, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ფედერალური თანამშრომლები, პროექტებს კი შემცირება ემუქრება.

შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის დაწესებული ტარიფებიდან მიღებული შემოსავლით შესაძლოა ამერიკელებს ფასიანი ბიულეტენები დაურიგდეთ.