პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ ავაზაკებს არ ჰქონდათ უფლება, შტურმით აეღოთ მისი სახლი.
„საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, პოლიტიკურ ავაზაკებს არ ჰქონდათ უფლება შტურმით აეღოთ მარ-ა-ლაგო (დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში) და მოეპარათ ყველაფერი, მათ შორის, პასპორტები და პრივილეგირებული დოკუმენტები. ჩემს სეიფშიც კი შეიჭრნენ. გჯერათ? ეს კანონი შეიქმნა საფუძვლიანი მიზეზით და მუშაობს. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობაა. გიყვარდეთ ჩვენი ქვეყანა! ის დაბრუნდება თქვენს გულებში უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა!“- აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.