ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან მისი სახლიდან ამოღებული მასალების გაცნობა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპმა ორშაბათს სთხოვა ფედერალურ სასამართლოს, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან იმ მასალების განხილვა, რომელიც ბიურომ ორი კვირის წინ მისი ფლორიდის სახლიდან ამოიღო, სანამ არ დაინიშნება სპეციალური ექსპერტი, რომელიც განხილვას გააკონტროლებს.
ტრამპი სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობით, რომელიც შეტანილ იქნა ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში, ასევე მოითხოვს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიაწოდოს მას ქონების უფრო დეტალური ჩამონათვალი, რომელშიც აღწერილია ის ნივთები, რომლებიც ფედერალურმა ბიურომ ამოიღო მისი სახლიდან 8 აგვისტოს და სთხოვა გამომძიებლებს, დაუბრუნონ მას ის ნივთები, რომლებიც არ შედის ჩხრეკის ორდერში.
„არ შეიძლება, პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს მართლმსაჯულების აღსრულებაზე. სამართალდამცველი ორგანო არის ფარი, რომელიც იცავს ამერიკელებს. ის არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას იარაღად პოლიტიკური მიზნებისთვის“, – ნათქვამია სასამართლოსადმი ტრამპის მიმართვაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სასამართლოსგან მასალების გასაცნობად ნეიტრალური ექსპერტის დანიშვნა მოითხოვა. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის საკუთრებიდან ამოღებული დოკუმენტები დაკავშირებულია მის ყოფილ თანამდებობასთან და ამიტომ განხილულ უნდა იყოს ნეიტრალური რეცენზენტის მიერ.