სველი თმით გარეთ გასვლა სახიფათოა! – ბიძინა კულუმბეგოვი ყველაზე გავრცელებულ კითხვას პასუხობს
1788091521
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული ბრძანების შესაბამისად, კომპანია Google-მა აშშ-ში ონტარიოს ტბის სახელწოდება „ამერიკის ტბად“ შეცვალა. მათივე თქმით, Google Maps-ის ამერიკელი მომხმარებლები ამიერიდან ტბის სახელწოდებად რუკაზე „ამერიკის ტბას“ ნახავენ, კანადელები – ონტარიოს ტბას, ხოლო აშშ-სა და კანადის ფარგლებს გარეთ მყოფი მომხმარებლები ორივე სახელს ერთად.
მედიის ცნობით, კომპანია Google-მა მსგავსი ქმედება ადრეც განახორციელა, როდესაც, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მექსიკის ყურეს სახეწლოდება შეეცვალა და მას „ამერიკის ყურე“ ეწოდა.
ამასთან, „პოლიტიკოს“ ცნობით, დემოკრატმა კონგრესმენმა, დები დინგლმა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მოამზადა. ერთგვერდიანი კანონპროექტის სახელწოდებაა „ჩვენი დიდი ტბების ხელყოფის თავიდან აცილების აქტი“.
„ხალხი ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებულია ჩვენი ორი ქვეყანა. და სიგიჟეა ონტარიოს ტბისთვის სახელის „ამერიკის ტბად“ გადარქმევა“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა და ასევე განაცხადა, რომ განიხილავდა ორი ოკეანისთვის სახელის შეცვლას. კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტბას სახელწოდება ასწლეულების წინ მიენიჭა და კანადელებისთვის ის ყოველთვის ონტარიოს ტბად დარჩება.