VIDEO: როგორ დავამარცხოთ თიაქარი ქირურგიული ჩარევის გარეშე
1737567848
დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ევროპამ როგორც არასდროს, უნდა შეასრულოს თავისი როლი ერთიანი, ძლიერი და სუვერენული ევროპის კონსოლიდაციაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციის შემდეგ, როგორც არასდროს, ევროპელებმა და მათ შორის ჩვენმა ორმა ქვეყანამ, უნდა შეასრულონ თავიანთი როლი ერთიანი, ძლიერი და სუვერენული ევროპის კონსოლიდაციაში. ევროპის, რომელიც დაკავშირებულია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებით, რომელიც ასევე აცნობიერებს საკუთარ ინტერესებს და იცის, როგორ დაიცვას თავისი ღირებულებებითა და ევროპული ინსტრუმენტებით“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, ავტოწარმოების, მეტალურგიისა და სხვა სექტორების მხარდაჭერა აშშ-ის მიერ ტარიფების მოსალოდნელი დაწესების ფონზე.
„საგანგებოდ მნიშვნელოვანია ზოგიერთი კრიტიკული სექტორის მხარდაჭერა – ავტოწარმოების, მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობის. უკიდურესად მნიშვნელოვანია ინვესტირება და ჩვენს საკვანძო სექტორებში დამოკიდებულების შემცირება, ეს ეხება ხელოვნურ ინტელექტს, კვანტურ, ბიოტექნოლოგიურ, ენერგეტიკულ, კოსმოსურ და რა თქმა უნდა, ევროპული თავდაცვის ინდუსტრიას. საგანგებოდ მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა ევროპული ინსტრუმენტი, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი კომპანიები და ფერმერები სამართლიანი კონკურენციით მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო სასტიკი და შეუკავებელი ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები.