ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის. ამის შესახებ მან თეთრ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მას ჰკითხეს, არის თუ არა 28-პუნქტიანი გეგმა საბოლოო შეთავაზება, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.
„ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ მშვიდობის, ეს უკვე დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. უკრაინის ომი რუსეთთან არასოდეს უნდა მომხდარიყო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასოდეს მოხდებოდა. ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას. ასე თუ ისე, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ზელენსკიმ უნდა დაამტკიცოს სამშვიდობო გეგმა - თუ არ მოსწონს, მაშინ ალბათ უბრალოდ უნდა გააგრძელონ ბრძოლა“.
ცნობისთვის, გამოცემა Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა გაასაჯაროვა. გამოცემის ინფორმაციით, გეგმაზე აშშ და რუსეთი ფარულად მუშაობდნენ. Axios-ის ინფორმაციით, ამ გეგმის თანახმად, აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს.