ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა ამ ომს თუ წააგებს, ქვეყანა შესაძლოა, ჩამოიშალოს.
ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ლიდერთან 21 ნოემბერს სატელეფონო საუბრის დროს მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას უკრაინაში.
„ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ უკრაინა მისცემს თავის უპირობო თანხმობას. დიდი ძალების მიერ ომების დასრულება არ შეიძლება, ხდებოდეს ჩართული ქვეყნების თავზე. ეს არის ომი, რომლის დასრულება შეიძლება მხოლოდ უკრაინის თანხმობით და, ასევე, ჩვენი, ევროპის თანხმობით, რადგან ეს არის ომი ევროპის კონტინენტზე. და, თუ როგორ დასრულდება ომი, ეს გავლენას მოახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. უკრაინა თუ წააგებს ამ ომს და შესაძლოა, ჩამოიშალოს, ეს გავლენას მოახდენს ევროპულ პოლიტიკაზე მთლიანობაში, მთელ ევროპულ კონტინენტზე. სწორედ ამიტომ ვართ ერთგულნი ამ საკითხის მიმართ, რადგან მშვიდობის დამყარების შანსი თუ არსებობს, ეს ასევე გავლენას მოახდენს მთელ ევროპულ კონტინენტზე“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, სწორედ ეს პოზიცია გააცნო დონალდ ტრამპს.
„ასევე, კიდევ ერთხელ შევახსენე, თუ როგორ მოექცა რუსეთი ბუდაპეშტის მემორანდუმს, სადაც რუსეთს უკვე ჰქონდა აღებული ვალდებულება უკრაინის მიმართ. იმ დროს უკრაინამ უარი თქვა იარაღის დიდ არსენალზე, მათ შორის ბირთვულ იარაღზე, სანაცვლოდ მიიღო რუსეთის ვალდებულება, გრძელვადიან პერსპექტივაში ეღიარებინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთმა ეს არ დაიცვა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.