ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1763754817
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინასთან დაკავშირებული აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმა“ მკაცრად გააკრიტიკა.
ამის შესახებ ბორის ჯონსონის მიერ „დეილი მეილისთვის“ დაწერილ სტატიაშია ნათქვამი.
ჯონსონი აღნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მილიონზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული და დაჭრილი.
„დღემდე ვერ შეძელით ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ხელში ჩაგდება. თქვენი ეკონომიკა უფსკრულში მიექანება. და ისინი მაინც საუბრობენ რაღაც ახალ 28-პუნქტიან გეგმაზე, რომ დაასრულონ ომი, გეგმაზე, რომელიც შეიძლება, მთლიანად კრემლის მიერ იყოს დაწერილი. ე.წ. მშვიდობის გეგმა მოითხოვს უკრაინის სამხედრო კასტრაციას. მოითხოვს რუსულ ვეტოს უკრაინის ნატო-ში წევრობაზე და რუსულ კონტროლს ნებისმიერი უცხოური ჯარის უკრაინის ტერიტორიაზე შეშვებაზე“, – დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.
მისი თქმით, ეს გეგმა უკრაინის ღალატია.
როგორც ბორის ჯონსონი წერს, არსებობს საფრთხე, რომ ამ გეგმის გამო უკრაინა მესამედ გახდეს რუსეთის შეჭრის სამიზნე.
„ეს არის უკრაინის ე.წ. მეგობრების სრული კაპიტულაცია“, – წერს ჯონსონი.
მისივე თქმით, ამ გეგმის წინააღმდეგ დასავლური ქვეყნების პროტესტი თითქოს ჩახშობილია.
„უკრაინელებს წაუყენეს ულტიმატუმი, დაიწყონ მოლაპარაკებები სამარცხვინო პირობებით. სად არიან მათი მოკავშირეები? მათი მეგობრები? რას იტყვით მაგალითად, ბრიტანელებზე, რომლებიც რუსული ექსპანსიონიზმის ასეთი შეურიგებელი მტრები იყვნენ?“, – დაწერა ბორის ჯონსონმა.