ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დროზე ადრე არა ისრაელ-ირანის კონფლიქტის, არამედ „მეტად სერიოზული“ მიზეზის გამო დატოვა.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მედიას განუცხადა, რომ ტრამპმა სამიტი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობის გამო დატოვა.
„საჯაროობის მაძიებელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეცდომით თქვა, რომ მე კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დავტოვე, რათა ვაშინგტონში დავბრუნდე და ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტაზე“ ვიმუშაო. არასწორია! ის აზრზე არ არის, რატომ ვბრუნდები ვაშინგტონში. რა თქმა უნდა, ამას ცეცხლის შეწყვეტასთან არაფერი საერთო აქვს. საქმე უფრო სერიოზულადაა. ნებსით თუ უნებლიედ, ემანუელს ყოველთვის არასწორად ესმის. კავშირზე ვიქნებით!“, - დაწერა ტრამპმა.