ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ ვენესუელის კონტროლი, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელის კონტროლს და მისი ნავთობის მოპოვებას წლების განმავლობაში გააგრძელებს.

მისი თქმით, დაკავებული ნიკოლას მადუროს მომხრეები, რომლებიც ამჟამად ქვეყანას მართავენ, „გვაძლევენ ყველაფერს, რასაც საჭიროდ ვთვლით“.

„ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ტრამპმა კითხვის საპასუხოდ, რამდენი ხანი გაგრძელდება ამერიკის კონტროლი ვენესუელაზე.

„ჩვენ მას აღვადგენთ ძალიან ხელსაყრელი გზით“, - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ნავთობს და მას მოვიპოვებთ. ნავთობზე ფასებს დავაგდებთ და ფულს მივცემთ ვენესუელას. მას ის ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა ტრამპმა.