„ოჯახის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ...“ – გოგა მანია
1742931706
ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ბირთვული პროგრამის „სრულად დემონტაჟს“ ცდილობს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
დონალდ ტრამპის მრჩევლის თქმით, ირანმა უნდა დათმოს თავისი პროგრამა ისე, რომ ეს მთელმა მსოფლიომ დაინახოს.
„დროა, ირანმა მთლიანად მიატოვოს ბირთვული იარაღის ქონის სურვილი. მათ არ ექნებათ და არ შეიძლება, ჰქონდეთ უფლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღის პროგრამა. ეს ეხება მათ შეიარაღებას და სტრატეგიული რაკეტების პროგრამას. დაანებეთ ამას თავი, თორემ იქნება შედეგები. ჩვენ ვნახეთ სიკვდილი და ნგრევა, რასაც ირანი აკეთებს თავისი მარიონეტების მეშვეობით. ატომური იარაღი რომ ჰქონდეთ, მთელი ახლო აღმოსავლეთი შეიარაღების რბოლაში ჩაერთვება. ეს სრულიად მიუღებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა მაიკ უოლცმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დიპლომატიის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს.