რას ითხოვს მაგდა პაპიძე? - ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ისევ სასამართლოში გამოჩნდა
1743190958
მთაწმინდაზე ტრაგედია დატრიალდა. მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
დაღუპულია 30 წლის ლევან დვალი. დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ.
„ყველაზე ჩუმად და უხმოდ დაგვტოვა … ყველაზე ხმაურიანმა და სიცოცხლით სავსე ბიჭმა“.
„როგორ მენანები იმ ქვეყნისთვის...“.
„რატომ წახვედი ასე... ნათელში იყოს შენი სული ლევან“.
„არ ვიცი, უშენოდ როგორი იქნება სამყარო...“
„ჩემო ბავშვობის მეგობარო, ლევან, ჩემო ხალისიანო და ყურადღებიანო ბიჭო, გული მტკივა, სული მეწვის, ეს რა საშინელი ამბავია ჩვენს თავს...“ , – წერენ კომენტარებში.