ტრამპის ადმინისტრაცია ღაზისთვის $206 მილიონის გამოყოფას გეგმავს

ღაზა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ღაზის სექტორში დაგეგმილი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებისთვის, 206 მილიონ დოლარის გამოყოფას გეგმავს. სააგენტო

Reuters-ის ცნობით, ეს პირველი მნიშვნელოვანი დაფინანსებაა ტრამპის გეგმის ფარგლებში, რომელიც ღაზაში ომის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერიტორიის აღდგენას ითვალისწინებს.

სოლიდური თანხა მოხმარდება აღჭურვილობას, ინფრასტრუქტურას, სატრანსპორტო საშუალებებსა და ოპერაციულ ხარჯებს.