როდის გაწვიმდება და როდის გამოიდარებს - ორი კვირის ამინდის პროგნოზი
1787255923
თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ სკვერში ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.